ნაბი კეიტა მანჩესტერ სიტისთან გასამართ მატჩს გამოტოვებს

გუშინ, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ნაპოლი” და “ლივერპული” დაუპირისპირდნენ. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მერსესაიდელთათვის კარგი დღე ვერ გამოდგა, რადგან წაგებასთან ერთად მათი ერთ-ერთი ლიდერი ნაბი კეიტა დაშავდა. კეიტა მატჩის მე-19 წუთზე ჰენდერსონმა შეცვალა.

გვინეელი ნახევარმცველი მომენტალურად საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ იგი მხოლოდ “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ნაბი კეიტა “ლივერპულმა” ზაფხულში “ლაიფციგიდან” £48 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.

ნაბი კეიტა მანჩესტერ სიტისთან გასამართ მატჩს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-