ნაპოლიმ 2022/23 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა – “ნაპოლიმ” 2022/23 წლების სათამაშო ფორმა წარადგინა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ნეაპოლიტანური კლუბის ახალი საშინაო ფორმის წარდგენაში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო.

“ნაპოლის” Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ახალი ფორმის წარდგენის ფოტოები გავრცელდა, რომელშიც გუნდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს. მაისურის შეძენა ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ “ფანშოპშია” შესაძლებელი და მისი ღირებულება €125 ევროს შეადგენს.

ნაპოლიმ 2022/23 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა

სტატიის ავტორი
-