უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს.
მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება:
საქართველო U21: გიორგი მამარდაშვილი – ივა გელაშვილი, საბა საზონოვი, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გაგუა.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე