ოფიციალურად | ტუხელი დაისაჯა, კონტე – არა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირების შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დამოუკიდებელმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო.

“სტემფორდ ბრიჯზე” გამართული ლონდონური დერბი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა 96-ე წუთზე გატანილი გოლით “სპურსი” მარცხისგან იხსნა.


ოფიციალურად | ტუხელი დაისაჯა, კონტე - არა 1


კომისიის გადაწყვეტილებით, “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელი – ტომას ტუხელი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და £35,000-ით დაჯარიმდა. “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს გაცილებით მსუბუქი სასჯელი ერგო – ანტონიო კონტე ჯარიმის სახით, მხოლოდ £15,000-ს გადაიხდის.

“დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტომას ტუხელი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და £35,000-ით დაისაჯოს. ანტონიო კონტე მხოლოდ £15,000 ფუნტით დაჯარიმდა. მენეჯერებმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის E3 კანონი დაარღვიეს. ორივე მათგანი აღიარებს, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მათი საქციელი მიუღებელი იყო”, – აღნიშნულია FA-ს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ლონდონურ დერბის მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობა სდევდა ფონად. განსაკუთრებით ნერვიულობდნენ ტომას ტუხელი და ანტონიო კონტე, რომელთაც საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციების მოთოკვა ვერ შეძლეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მენეჯერების გაშველება ორივე გუნდის წარმომადგენლებმა სცადეს.

ოფიციალურად | ტუხელი დაისაჯა, კონტე – არა

სტატიის ავტორი
-