პარი სენ ჟერმენმა ვიტინიასთან კონტრაქტი შეათანხმა

,,პორტუს” ნახევარმცველი, ვიტინია კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზულმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და ახლა მოლაპარაკებები გუნდებს შორის მიმდინარეობს.

როგორც რომანო წერს, პორტუგალიელის გაფორმება ,,პსჟ-ს” მრჩევლისთვის, ლუიშ კამპუშისთვის, პრიორიტეტულია.

ვიტინია ,,პორტუში” 2020 წლიდან თამაშობს, თუმცა ნახევარმცველმა ერთი სეზონი ,,ვულვზში” გაატარა.


პარი სენ ჟერმენმა ვიტინიასთან კონტრაქტი შეათანხმა

სტატიის ავტორი
-