ფაბიან რუისი კარიერას პარი სენ ჟერმენში გააგრძელებს

,,ნაპოლის” ნახევარმცველი, ფაბიან რუისი ,,პარი სენ ჟერმენში” ითამაშებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი ესპანელს კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა და გარიგების ოფიციალურად დადასტურებამდე რამდენიმე დღე დარჩა.

გუნდები ახლა მოლაპარაკებებს ტრანსფერის ღირებულებაზე მართავენ, სატრანსფერო თანხა, სავარაუდოდ, 20-25 მილიონი ევრო იქნება.

ფაბიან რუისი ,,ნაპოლიში” 2018 წელს, ,,ბეტისიდან” გადავიდა. 26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.


ფაბიან რუისი კარიერას პარი სენ ჟერმენში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-