UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, “დორტმუნდისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება შედგა.
დორტმუნდში გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა, რიად მაჰრეზს სტუმარი გუნდის დაწინაურება შეეძლო. მატჩის 58-ე წუთზე, მაჰრეზმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა არაზუსტად შეასრულა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ფანებმა გააკრიტიკეს.
“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრები “რიად მაჰრეზის თეორიის” სისწორეში დარწმუნდნენ, რომლის თანახმადაც მაჰრეზს გადამწყვეტ მომენტებში გოლის გატანა არ შეუძლია.
- მაჰრეზის თეორიის სისწორეში დავრწმუნდი. ამ ბიჭს გოლის გატანა არ შეუძლია – მისი სიკვდილ-სიცოცხლის ბედიც რომ წყდებოდეს, ვერ გაიტანს.
- მაჰრეზის თეორია, შესაძლოა სიმართლეს შეესაბამებოდეს.
- დიახ, მაჰრეზის თეორია სიმართლეა! ის აუცილებლად გაიტანდა ამ პენალტს, ანგარიში, რომ 3:0 ყოფილიყო.
მაჰრეზთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლამაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები ძალიან ბევრ თერთმეტმეტრიანს ვერ იტანენ. “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ასევე დასძინა, რომ პენალტის ვერ გატანის მიუხედავად, მაჰრეზის გამბედაობას აფასებს.