ფრენკი დე იონგი: “მადრიდში გამარჯვება უფრო გაგვიჭირდა”

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “იუვენტუსი” “აიაქსს” დაუპირისპირდა. ტურინში გამართული მატჩი შეიძლება ითქვას რომ ბევრისათვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. “ბიანკონერი” საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა და ნახევარფინალის საგზური “აიაქსმა” მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ამსტერდამელთა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ფრენკი დე იონგმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეტა და აღნიშნა რომ “აიაქსის” ფეხბურთელებს მადრიდში “რეალის” წინააღმდეგ გამარჯვება უფრო გაუჭირდათ – ვიდრე ტურინში “იუვენტუსის” დამარცხება.

“არ ვიცი იყო თუ არა საუკეთესო მატჩი ჩვენს კარიერაში მაგრამ ნამდვილად შესანიშნავად დასრულდა. მადრიდში გამარჯვება უფრო გაგვიჭირდა, რადგან პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში დავმარცხდით. “იუვენტუსი” საკმაოდ ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია, თუმცა მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ვაჩვენეთ თუ ვინ ვართ და რა შეგვიძლია.”

“UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჩვენ ნახევარფინალში ვართ, შანსი ყოველთვის არსებობს მაგრამ ფავორიტები არ ვართ”, – აღნიშნა ფრენკი დე იონგმა.

ფრენკი დე იონგი: “მადრიდში გამარჯვება უფრო გაგვიჭირდა”

სტატიის ავტორი
-