პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დასახელდა

,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

გამოკითხვაში, რომელშიც ნორვეგიელმა კევინ დე ბრუინეს, ჰარი კეინს, მარტინ ოდეგორს, ბუკაიო საკას, მარკუს რაშფორდსა და კირან ტრიპიერს აჯობა, მონაწილეობა 20 გუნდის კაპიტანმა და ფეხბურთის ექსპერტთა ჯგუფმა მიიღო.

ჰოლანდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 52 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

22 წლის ფეხბურთელმა ,,ქალაქელებთან” ერთად პრემიერლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მისი გუნდი ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგი ფინალშია.

https://twitter.com/premierleague/status/1662398247938445313

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დასახელდა

სტატიის ავტორი
-