პსჟ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს – პარიზელები ნაპოლის ფეხბურთელებს სთავაზობენ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,ნაპოლის” თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, ,,პარი სენ ჟერმენის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზული გუნდის საფეხბურთო მრჩეველი, ლუიშ კამპუში, ნიგერიელს უკვე რამდენიმეჯერ შეხვდა, რათა ,,პსჟ-ში” გადასვლაში დაერწმუნებინა. როგორც, RMC Sport-ი წერს, თავად ფეხბურთელი ,,პარი სენ ჟერმენში” გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

ნეაპოლელები ოსიმენის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, თუმცა ფინანსური ფეარ-პლეის გამო, ,,პსჟ-ს” ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ამიტომ, გუნდი მზადაა, ტრანსფერში ორი არგენტინელი ფეხბურთელი, მაურო იკარდი და ლეანდრო პარედესი ჩართოს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 25 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

პსჟ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს – პარიზელები ნაპოლის ფეხბურთელებს სთავაზობენ

სტატიის ავტორი
-