,,რა ჯადოსნური ღამეა” – ხვიჩა იუვენტუსთან მოგებაზე

,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ტურინულ გუნდთან მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,რა ჯადოსნური ღამეა! Forza Napoli Sempre!” – წერს ხვიჩა ინსტაგრამის პირად გვერდზე.

სერია A-ს მე-18 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,იუვენტუსს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სპალეტის გუნდს 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

,,რა ჯადოსნური ღამეა” – ხვიჩა იუვენტუსთან მოგებაზე

სტატიის ავტორი
-