რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,იუვენტუსს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 86 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ დი ლორენცოსა (7,7) და ოლივერას (7,5) ჩამორჩა.

ხვიჩა ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ ბურთს სულ 73-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა და 48-დან 43 სწორი გადაცემა გააკეთა (90%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში ასევე 7,2 ქულით შეაფასა.

31 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის” 78 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 29 აპრილს, ,,სალერნიტანას” წინააღმდეგ გამართავს.

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?

სტატიის ავტორი
-