იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ტორინოს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მატჩში მესამე გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
21 წლის ფეხბურთელმა 81 წუთი ითამაშა და Whoscored-ისგან 7,47-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. კვარას მხოლოდ ზამბო ანგისამ აჯობა (8,72), რომელმაც მატჩში დუბლი გაიფორმა.
ხვიჩამ ,,ტორინოს” კარისკენ ერთხელ დაარტყა და 26-დან 20 სწორი გადაცემა გააკეთა (77%).
8 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 20 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,აიაქსთან” სტუმრად გამართავს.