რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში?

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ქართველ ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერეს.

Whoscored.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა – ქართველთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა – 8.2 კოეფიციენტი მიიღო, ყველაზე დაბალი შეფასება კი, საბა ლობჟანიძემ და შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა ჯიღაურმა მიიღეს, რომლის კოეფიციენტმაც – 6.1 შეადგინა.

ყველა ქართველი ფეხბურთელის შეფასება საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ასე გამოიყურება:

გიორგი ლორია – 6.8

ოთარ კაკაბაძე – 6.4

გურამ კაშია – 6.8

ლაშა დვალი – 6.7

გურამ გიორბელიძე – 7.3

ნიკა კვეკვესკირი – 6.3

ჯაბა კანკავა – 6.9

გიორგი აბურჯანია – 6.7

ოთარ კიტეიშვილი – 6.7

საბა ლობჟანიძე – 6.1

ხვიჩა კვარაცხელია – 8.3

ბუდუ ზივზივაძე – 6.6

გიორგი ქვილითაია – 6.5

ვაკო გვილია – 6.2

ჯაბა ჯიღაური – 6.1

საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

რა შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბერძნეთთან მატჩში?

სტატიის ავტორი
-