რა თანხა გამოიმუშავა მიუნხენის ბაიერნმა?

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ტრიუმფატორი მიუნხენის “ბაიერნი” გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში, მიუნხენელბმა “პარი სენ-ჟერმენი” მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები მეექვსედ გახდნენ.

მინიმალური ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, მატჩი “რეკორდმაისტერის” დომინირებით წარიმართა – “ბაიერნმა” პარიზული გრანდი პრაქტიკულად ყველა კომპონენტში მარტივად დაჩაგრა.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ტრიუმფით დასრულებით, “ბაიერნმა” €82.45 მილიონი გამოიმუშავა, რომელსაც დამატებით სატელევიზიო ტრანსლაციების შედეგად მიღებული შემოსავალი დაემატება.

რა თანხა გამოიმუშავა მიუნხენის ბაიერნმა?

სტატიის ავტორი
-