რაფაელ ვარანის საშინელი შეფასება – ფრანგი ისტორიაში მეორეა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს “სიტი” და “რეალი” დაუპირისპირდნენ. მადრიდელებმა შეხვედრა 2:1 დათმეს, მაგრამ გამოსარჩევია რაფაელ ვარანის ცუდი თამაში. მსოფლიოს ჩემპიონმა “ქალაქელებს” ორი გოლი აჩუქა.

ცნობილი სპორტული საიტი “whoscored.com”, ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შეფასებებს უწერს.

გუშინ ვარანმა 4.62 ქულა მიიღო, რაც “whoscored.com-ის” ისტორიაში მე-2 ყველაზე უარესი შედეგია.

ამ მხრივ პირველ ადგილზე ჟოელ ველტმანი გახლავთ, რომელმაც ლონდონის “ჩელსისთან” შეხვედრაში 4.27 ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტი” შემდეგ ეტაპზე “ლიონს” შეხვდება, რომელმაც ტურინის “იუვენტუსი” გამოთიშა ასპარეზობას.

რაფაელ ვარანის საშინელი შეფასება – ფრანგი ისტორიაში მეორეა

სტატიის ავტორი
-