რეალის მომდევნო სამიზნე პრემიერ ლიგის ვარსკვლავია

Goal.com-ისა და Le10Sport-ის ცნობით მადრიდის “რეალი” კიდევ ერთ ვარსკვლავს, ამჯერად პრემიერ ლიგიდან უმიზნებს.

როგორც ზემოთხსენებული წყაროები აღნიშნავენ ბლანკოსის “ჩუმი სამიზნე” პიერ-ემერიკ ობამეიანგია. “არსენალის” თავდამსხმელი უკვე დიდი ხანია მადრიდელების დაკვირვების ობიქეტია.

30 წლის ფეხბურთელი “არსენალმა” 2018 წელს “დორტმუნდისაგან” 65 მილიონ ევროდ შეიძინა. გამომდინარე იქედან, რომ ობამეიანგს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს, მადრიდელებისაგან ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში “არსენალი” ობამეიანგს საკმაოდ მსუყე თანხად შეაფასებს.

ობამეიანგმა “არსენალის” რიგებში 97 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 61 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

რეალის მომდევნო სამიზნე პრემიერ ლიგის ვარსკვლავია

სტატიის ავტორი
-