რეალთან ბარსელონას მარცხით დრეიკმა 600 ათას დოლარამდე წააგო

კანადელმა რეპერმა, დრეიკმა, ,,ელ კლასიკოში” ,,ბარსელონას” მარცხის გამო, 600 ათას დოლარამდე დაკარგა.

გუშინ სოციალურ ქსელში მომღერალმა განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა.

დრეიკმა 833 ათასი კანადური დოლარი (600 ათასი ამერიკული დოლარი) ,,ბარსელონასა” და ,,არსენალის” მოგებებზე დადო. ,,მეთოფეებმა” იმარჯვეს, თუმცა კატალონიური კლუბი ,,რეალთან” 1:3 დამარცხდა.

,,ბარსელონას” მოგების შემთხვევაში, კანადელი 2 835 000 დოლარით გამდიდრდებოდა.


https://twitter.com/brfootball/status/1581596388965900294

დრეიკის წარუმატებელ ფსონს ინსტაგრამში ,,რეალის” მცველი, დავიდ ალაბა გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში რეპერი მონიშნა და დაწერა: ,,ბოდიში, ძმაო! ,,რეალის” მოგება ერთადერთი ვარიანტი იყო!”


რეალთან ბარსელონას მარცხით დრეიკმა 600 ათას დოლარამდე წააგო

სტატიის ავტორი
-