როგორი იქნებოდა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი VAR-ის გარეშე?

უკვე რამდენიმე წელია, რაც VAR-მა პრემიერ ლიგაში თავი დაიმკვიდრა. საფეხბურთო სამყაროში ტექნოლოგიების ჩართვაზე, აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ნაწილი კი ფიქრობს, მათ შორის ლეგენდარული მოთამაშეებიც, რომ VAR ფეხბურთს ამახინჯებს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დადებითი მხარეების მიუხედავად, არსებობს გარკვეული ხარვეზები, მსაჯები კვლავ იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს. მთლიანობაში, VAR-ის ჩართვა დადებითად ფასდება. თუმცა, გულშემატკივრებს ყოველთვის აინტერესებთ, რა მოხდებოდა VAR-ის გარეშე.

ESPN-მა გამოითვალა თუ როგორი იქნებოდა პრემიერ ლიგის ცხრილი ამ სეზონში VAR-ის გარეშე.

დავიწყოთ ოთხეულის გუნდებით. რომ არა ვიდეო ასისტენტი, “არსენალი” სამი ქულით წინ იქნებოდა, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ სიტი” ადგილებს შეიცვლიდნენ, “ბრაიტონის” ქულების რაოდენობა კი იგივე დარჩებოდა. “თოლიები” ამ მომენტში მეოთხე ადგილს იკავებენ.

როგორი იქნებოდა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი VAR-ის გარეშე? 1

“ფულემი”, “ბორნმუთი”, “ლიდსი” და “ევერტონი” საგრძნობლად შეიცვლიდნენ პოზიციებს და შესაბამისად, 5-8 ადგილებს გაინაწილებდნენ. “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” კი, მე-9 და მე-10 ადგილზე აღმოჩნდებოდნენ.

როგორი იქნებოდა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი VAR-ის გარეშე? 2

რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, “ნიუკასლი” მე-11 პოზიციას შეინარჩუნებდა. “ჩელსის” კი, დიდი ვარდნა ექნებოდა, რომ არა VAR. ლონდონელები მე-7 პოზიციიდან მე-12 ადგილზე აღმოჩნდებოდნენ. მათ შემდეგ იქნებოდნენ, “ვულვზი”, “ბრენტფორდი”, “საუთჰემპტონი”, “ასტონ ვილა” და “კრისტალ პალასი”.

როგორი იქნებოდა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი VAR-ის გარეშე? 3

VAR-ის გარეშე დიდი ცვლილებები არ იქნებოდა გასავარდნ ზონაში. სამივე კლუბი, “ვესტ ჰემი”, “ნოტინგემი” და “ლესტერიც” ცხრილის ბოლოში იქნებოდნენ. მარგამ განსხვავება ის არის, რომ “ნოტინგემსა” და “ვესტ ჰემს” თანაბარი ქულები აღარ ექნებოდათ, ლონდონელები ორი ქულით წინ იქნებოდნენ. ვერაფერი დაეხმარებათ “მელიებს”, რომლებიც მე-20 პოზოციაზე 1 ქულით იმყოფებიან.

როგორი იქნებოდა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი VAR-ის გარეშე?

სტატიის ავტორი
-