რომას ყოფილი დირექტორი: “კვარაცხელიას ვიცნობდით და მონიშნული გვყავდა”

“პიზას”, “ტორინოს” და “რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“კვარაცხელია? ჩვენ ვიცნობდით მას, მე ის ჩემს დავთარში ჩავინიშნე და დავაწერე – “წავიყვანოთ”. თუმცა, მისი გავლენა იტალიის სერია A-ზე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მის შესაძლებლობებში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დარწმუნდა. ძალიან ძლიერია – ვულოცავ “ნაპოლის”.

კიმმაც გამაკვირვა: მე ვთქვი, რომ ის ცოცხლად უნდა მენახა, რათა უკეთ დავრწმუნებულიყავი მის შესაძლებლობებში – მაშინ მე ვცდებოდი.

დატოვებენ თუ არა კვარაცხლია და ოსიმენი “ნაპოლის” თუ კლუბი ჩემპიონი გახდება? – მათ შემადგენლობა წინა წლის ზაფხულშიც გამოცვალეს, მაგრამ ახალმა ფეხბურთელებმა საქმეს თავი კიდევ უფრო უკეთესად გაართვეს. “ნაპოლი” კვლავაც ისეთი სასიამოვნო კლუბია, როგორიც უნდა იყოს”, – თქვა 54 წლის იტალიელმა მენეჯერმა.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

რომას ყოფილი დირექტორი: “კვარაცხელიას ვიცნობდით და მონიშნული გვყავდა”

სტატიის ავტორი
-