საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა.

“ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საბერძნეთთან მატჩისთვის შემდეგი 11 ფეხბურთელი შეარჩია: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა (კ), ნგიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი – საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია – ბუდუ ზივზივაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-