კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 11 აღმოჩენას შორის – ESPN ქართველ ფეხბურთელზე წერს

ESPN-მა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 11 აღმოჩენა დაასახელა და სიმბოლური გუნდი შეადგინა: ,,ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელიც კარიერას განსაზღვრავს. ევროპის უდიდეს საკლუბო სცენაზე რამდენიმე კარგ თამაშს ფეხბურთელის რეპუტაციის ცვლილება, ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოწინააღმდეგე გუნდების სკაუტების მოზიდვა შეუძლია,” – წერს გამოცემა.

რჩეულთა შორის, რა თქმა უნდა, ,,ნაპოლის” ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის ანგარიშზეც ლიგის სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. კვარას გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და გატანილი გოლების რაოდენობით იტალიურ კლუბებს შორის რეკორდიც დაამყარა:

,,ქართველი ფეხბურთელის სათამაშო ფორმა სერია A-ს ლიდერებისთვის მთავარი საუბრის თემა იყო და მისმა თამაშმა სარგებელი ჩემპიონთა ლიგაზეც მოიტანა. კვარაცხელიამ განსაკუთრებით ,,აიაქსი” დააზარალა (2 გოლი და 2 პასი ორ თამაშში), მას ,,რეინჯერსის” წინააღმდეგ რვა მცდელობა ჰქონდა, აღაფერი რომ არ ვთქვათ ,,ლივერპულთან” (4:1) შესანიშნავ თამაშზე. მოხერხებულობითა და არაპროგნოზირებადობით აღჭურვილი, მარჯვენა ფეხით მოთმაშე გარემარბი, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში მეტოქეებისთვის დიდ საშიშროებად იქცა.”


კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 11 აღმოჩენას შორის - ESPN ქართველ ფეხბურთელზე წერს 1
კვარაცხელია აიაქსთან შეხვედრაში

ESPN-ის ვერსიით, ლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენათა სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე – დიოგო კოშტა (პორტუ)

მცველები – პედრო პორო (სპორტინგი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), პიერო ინკაპიე (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები – ნიკოლას ზაივალდი (ზალცბურგი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), რაფაელ ონიედიკა (ბრიუგე)

თავდამსხმელები – ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მიხაილო მუდრიკი (შახტარი)

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 11 აღმოჩენას შორის – ESPN ქართველ ფეხბურთელზე წერს

სტატიის ავტორი
-