ლინეკერი ხვიჩაზე: ,,მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა”

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, ,,ნაპოლისა” და ,,ლივერპულის” მატჩის დროს, ტვიტერის პირად გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაპოსტა:

,,ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია საოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელია. უიქენდზე მისი თამაში ,,ლაციოს” წინააღმდეგ ვნახე და საუცხოო იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა,” – წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ლივერპულს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და მონაწილეობა სხვა გოლებშიც მიიღო.

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ლინეკერი ხვიჩაზე: ,,მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა”

სტატიის ავტორი
-