ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს ლივერპულთან გამართავს

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კალენდარი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელიას ,,ნაპოლი” პირველ ტურში ,,ლივერპულს” უმასპინძლებს, მატჩი 7 სექტემბერსაა ჩანიშნული. ნეაპოლელები ჯგუფის ბოლო შეხვედრას პირველ ნოემბერს ,,მერსისაიდელებთან” სტუმრად ჩაატარებენ.

,,კოპენჰაგენი” კი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს, 6 სექტემბერს, პირველ მატჩში, ,,დორტმუნდს” ესტუმრება.

ნაპოლის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:

  • ნაპოლი – ლივერპული / 7 სექტემბერი
  • რეინჯერსი – ნაპოლი / 13 სექტემბერი
  • აიაქსი – ნაპოლი / 4 ოქტომბერი
  • ნაპოლი – აიაქსი / 12 ოქტომბერი
  • ნაპოლი – რეინჯერსი / 26 ოქტომბერი
  • ლივერპული – ნაპოლი / 1-ლი ნოემბერი

კოპენჰაგენის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:

  • დორტმუნდი – კოპენჰაგენი / 6 სექტემბერი
  • კოპენჰაგენი – სევილია / 14 სექტემბერი
  • მანჩესტერ სიტი – კოპენჰაგენი / 5 ოქტომბერი
  • კოპენჰაგენი – მანჩესტერ სიტი / 11 ოქტომბერი
  • სევილია – კოპენჰაგენი / 25 ოქტომბერი
  • კოპენჰაგენი – დორტმუნდი / 2 ნოემბერი

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს ლივერპულთან გამართავს

სტატიის ავტორი
-