ვინისიუსთან და მბაპესთან ერთად – კვარაცხელია დრიბლინგების რაოდენობით ლიგის ხუთეულშია

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ,,ნაპოლის” შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტი დრიბლინგი მხოლოდ ოთხი მოთამაშის ანგარიშზეა.

ქართველ ფეხბურთელს 34 წარმატებული დრიბლინგი აქვს, რითაც მხოლოდ უსმან დემბელეს (39, ბარსელონა), კილიან მბაპეს (39, პსჟ), რაფაელ ლეაოსა (42, მილანი) და ვინისიუს ჟუნიორს (46, რეალი) ჩამორჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩას მბაპეზე, ლეაოსა და ვინისიუსზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

კვარაცხელია ,,ნაპოლიში” გამორჩეულ სეზონს ატარებს – 22 წლის შემტევის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 25 შეხვედრაში 12 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა. ასისტების რაოდენობით კვარა ჩემპიონთა ლიგას მესისთან, კანსელუსთან და ჟოტასთან ერთად ლიდერობს.

ვინისიუსთან და მბაპესთან ერთად – კვარაცხელია დრიბლინგების რაოდენობით ლიგის ხუთეულშია

სტატიის ავტორი
-