საფრანგეთის ჩემპიონატის განახლების ახალი ვარიანტი

ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe ლიგა 1-ის სეზონის განახლების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს.

ყველაზე რეალურ ვერსიად ივნისის თვე, კონკრეტულად კი 3 ან 17 ივნისის თარიღი სახელდება.

იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება, გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ და გათამაშება 25 ივლისს დასრულდება ამის შემდეგ რამდენიმე დღე ლიგა 1-ში ამოსასვლელ და გასავარდნ ფლეი-ოფებს დაეთმობა, რაც საბოლოოდ ორ აგვისტოს დასრულდება.

რაც შეეხება სათასო ბატალიებს, ქვეყნის თასის ფინალი “პსჟ-სა” და “სენტ-ეტიენს” შორის 27 ივნისს, ხოლო ლიგის თასის (“ლიონი” – “პარი სენ-ჟერმენი”) 11 ივლისს შედგება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი მარტის დასაწყისში შეწყდა. ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა სულ მცირე 11 მაისამდე გასტანს.

საფრანგეთის ჩემპიონატის განახლების ახალი ვარიანტი

სტატიის ავტორი
-