საუკეთესო შეფასება გუნდში – Whoscored-მა კვარაცხელია გამოარჩია

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ,,ლაციომ” ,,ნაპოლის” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩში გამარჯვების გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

21 წლის ფეხბურთელმა 68 წუთი ითამაშა და Whoscored-ისგან 8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

ხვიჩამ ,,ლაციოს” კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (კარში 2-ჯერ), 2 დუელი მოიგო და 26-დან 20 სწორი გადაცემა გააკეთა (77%).

5 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 11 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ლივერპულთან” შინ გამართავს.

საუკეთესო შეფასება გუნდში – Whoscored-მა კვარაცხელია გამოარჩია

სტატიის ავტორი
-