სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დასახელდა

,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი სერია A-ს გასული თვის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.

იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა ოქტომბერში ჩატარებული 5 მატჩიდან 5-ვეში იმარჯვეს – ,,ნაპოლიმ” ,,ტორინოს”, ,,კრემონეზეს”, ,,ბოლონიას”, ,,რომასა” და ,,სასუოლოს” დამარცხება შეძლო.

სპალეტის გუნდი 12 ტურის შემდეგ, 32 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ატალანტას” 5 ქულით უსწრებს. სერია A-ს ლიდერები მომდევნო შეხვედრას ხვალ სწორედ ბერგამოელების წინააღმდეგ გამართავენ.

აგვისტოში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიო (რომა) დასახელდა, სექტემბერში კი – ანდრეა სოტილი (უდინეზე).

https://twitter.com/SerieA_EN/status/1588535582656897025

სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დასახელდა

სტატიის ავტორი
-