სერხიო რამოსი რეალთან ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს

,,პარი სენ ჟერმენის” მცველი, სერხიო რამოსი ,,რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 35 წლის მცველს, რომელმაც ბოლოს 23 იანვარს ითამაშა, დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

დიდი ალბათობით, მადრიდული გუნდის წინააღმდეგ ,,პსჟ-ის” განაცხადში იქნება ნეიმარი – ბრაზილიელმა ტრავმა მოიშუშა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.

,,პარი სენ ჟერმენსა” და ,,რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა სამშაბათს, 15 თებერვალს, პარიზში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი მადრიდი 10 მარტს უმასპინძლებს.

სერხიო რამოსი რეალთან ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში ვერ ითამაშებს

სტატიის ავტორი
-