სერხიო რიკო ცხენიდან გადმოვარდა და რეანიმაციაშია

,,პარი სენ ჟერმენის” მეკარე, სერხიო რიკო ცხენით ჯირითის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ინფორმაცია პარიზულმა გუნდმა დაადასტურა.

,,ძალა და სწრაფი გამოჯანმრთელება სერხიო რიკოს,” – წერს სოციალურ ქსელში მეკარის ყოფილი კლუბი ,,სევილია”.

Sky Sports-ის ცნობით, ცხენს, რომელზეც რიკო იჯდა, სხვა ცხენი შეეჯახა. მეკარეს თავის დაზიანება აქვს და მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმეა.

სერხიო რიკო ცხენიდან გადმოვარდა და რეანიმაციაშია

სტატიის ავტორი
-