შედარება დიეგო მარადონასთან – La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩას გოლს გამოეხმაურა

სერია A-ს მე-5 ტურში ,,ლაციომ” ,,ნაპოლის” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ქართველი ფეხბურთელის გატანილ გოლს გამოეხმაურა გავლენიანი იტალიური გამოცემა – La Gazzetta dello Sport-ი, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კვარაცხელიას ფოტოგრაფიკა ,,ნაპოლის” 1986-1987 წლების სეზონის ფორმით. ამ წელს ნეაპოლელებმა დიეგო მარადონასთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგეს:

,,E Sempre Kvara! ქართველი კვლავ მტკიცეა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, კვარამ კედელი გაარღვია და ანგარიში 2:1 გახდა,” – წერს გამოცემა.

სერია A-ს 5 ტურის შემდეგ, კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ,,ნაპოლი” მომავალ მატჩს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულის” წინააღმეგ გამართავს.

შედარება დიეგო მარადონასთან – La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩას გოლს გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-