შევჩენკო: “აზარს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

ანდრეი შევჩენკოს განცხადებით, თუკი ედენ აზარი ამჟამინდელ ფორმას შეინარჩუნებს, იგი “ოქროს ბურთის” მოგების რეალური კანდიდატი გახდება.

 

“ინდივიდუალურ ტიტულებს ძირითადად თავდამსხმელები იგებენ – ადამიანებს უყვართ ის ფეხბურთელები, რომლებსაც გოლი გააქვთ. აზარი ფენომენალური, შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერჯერობით სეზონში 20-25 გოლიც კი არ გაუტანია”, – განაცხადა “მილანის” ლეგენდამ.

თავად ანდრეი შევჩენკომ, “ჩელსიში” თამაშისას,  ბომბარდირის უნარის გამოვლინება ვერ შეძლო. რომან აბრამოვიჩმა უკრაინელ თავდამსხმელში £30 მილიონი გადაიხადა, თუმცა შევჩენკომ, რომელზეც ძალიან დიდი იმედები იყო დამყარებული, 77 შეხვედრაში მხოლოდ 22 გოლი გაიტანა.

შევჩენკო: "აზარს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" 1

ბელგიელმა შემტევმა 2018/19 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო – აზარმა 10 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

ბელგიელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, თუმცა მის სისუსტეს გატანილი გოლების სიმწირე წარმოადგენდა – საუკეთესო სეზონში მას პრემიერლიგაში 16 გოლი აქვს გატანილი.

მიმდინარე კვირაში აზარმა დაადასტურა, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად ესპანეთში გადასვლას არ გამორიცხავს.

 

შევჩენკო: “აზარს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

სტატიის ავტორი
-