Sky Sports | რონალდუ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება

უკანასკნელი ცნობების თანახმად, კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას გეგმავს და მზადაა იტალიაში დაბრუნდეს. Sky Sports-ის მტკიცებით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კვლავ “იუვენტუსში” არ დაბრუნდება და მის ნაცვლად “ნაპოლის” კანდიდატურას განიხილავს.

Sky Sports-ი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელის სამსახურით ნეაპოლიტანური კლუბის მესვეურებიც აქტიურად ინტერესდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ ვიქტორ ოსიმენის შეძენა “ჩელსის” სურს. იმ შემთხვევაში, თუ “არისტოკრატები” ნეაპოლელთა ლიდერის ტრანსფერს განახორციელებენ – “ნაპოლის” შეტევის გასაძლიერებლად ისეთი სახელოვანი ვარსკვლავის დამატება შეეძლება, როგორიცაა კრიშტიანუ რონალდუ.

https://twitter.com/SkySportsPL/status/1584804085534007297

შეგახსენებთ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა. კრიშტიანუ რონალდუსა და ერიკ ტენ ჰაგის დაპირისპირება, ინგლისური მედია საშუალებების სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პრესას ჭორების აგორების საშუალებას რონალდუ და ტენ ჰაგიც აძლევენ.

ერთ-ერთი უკანასკნელი სკანდალი რონალდუს მიერ “ოლდ ტრაფორდის” ნაადრევად დატოვების შემდეგ აგორდა, რის გამოც ტენ ჰაგმა იგი დასაჯა და “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში განაცხადში არ შეიყვანა.

Sky Sports | რონალდუ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება

სტატიის ავტორი
-