სპალეტი: ,,კვარაცხელიამ დღეს კარგი მატჩი ჩაატარა”

,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან” მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ძალიან მომწიფებული გუნდი ვნახე, რომელმაც იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა მატჩში, რომელიც, შეიძლებოდა, გართულებულიყო. ფეხბურთელები ყოველთვის საკუთარ ადგილზე იყვნენ და ვფიქრობ, კითხვის ნიშნები არ დაგვიტოვებია.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან რიტმი უნდა დაიბრუნოს. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი შესვენება ერთი თვით ადრე დაიწყო. ტემპს უნდა მოუმატოს, დღეს კარგი მატჩი ჩაატარა.

იუვენტუსთან შეხვედრა? მათი დამარცხება მოგებათა სერიის გარეშეც ძალიან რთულია. იუვე ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია,” – განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სამპდორია” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

სერია A-ს 17 ტურის შემდეგ, ნეაპოლელებს 44 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან. სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს პარასკევს, 13 იანვარს, ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს.

სპალეტი: ,,კვარაცხელიამ დღეს კარგი მატჩი ჩაატარა”

სტატიის ავტორი
-