“სუპერ-კომპიუტერმა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტები დაასახელა

ინგლისურმა გამოცემებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების მონაცემები “სუპერ-კომპიუტერში” შეიყვანეს.

შედეგების თანახმად, პრემიერლიგის სამი გუნდი – “ლივერპული”, “ტოტენჰემი” და “ჩელსი” ასპარეზობას აღნიშნულ ეტაპზე დაასრულებენ.

“სუპერ-კომპიუტერის” პროგნოზი ასეთია: 

“დორტმუნდი” 2:4 “პსჟ”

“სიტი” 4:2 “რეალი”

“ვალენსია” 3:2 “ატალანტა”

“ატლეტიკო” 2:2 “ლივერპული” – მადრიდელები შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავლენ

“ბაიერნი” 4:1 “ჩელსი”

“იუვენტუსი” 4:2 “ლიონი”

“ტოტენჰემი” 2:2 “ლაიპციგი” – გერმანელები შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავლენ

“ბარსელონა” 6:1 “ნაპოლი”

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრები 18/19, 25 და 26 თებერვალს, საპასუხო თამაშები კი – 10/11, 17 და 18 მარტს გაიმართება.

“სუპერ-კომპიუტერმა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტები დაასახელა

სტატიის ავტორი
-