თომას ტუხელის კეთილმა ქმედებამ მოსამსახურე ქალის ცხოვრება შეცვალა

თომას ტუხელმა მის მოსამსახურე ქალბატონს პარიზში სახლი უყიდა და შვილის ოპერაციაც დაუფინანსა.

“პარი სენ-ჟერმენის” მწვრთნელად მუშაობის ორწლიან პერიოდში, ტუხელმა და მისმა ოჯახმა დამლაგებელი დაიქირავა, რომელიც დამატებითი საათებსაც მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა ქალბატონს მისი შვილის ოპერაციის ხარჯების დაფარვა სურდა, რომელსაც გულის სერიოზული პრობლემა აწუხებდა.

როდესაც გერმანელ მწვრთნელს მისმა მეუღლემ სიტუაციის შესახებ აცნობა, ტუხელმა ჩეკს ხელი უყოყმანოდ მოაწერა.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. “პსჟ-ს” თავკაცად მუშაობის ბოლო კვირების განმავლობაში, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, გერმანელი მოახლეს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ოცნება ჰქონდა ფილიპინებში სახლი ჰქონოდა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ თომასმა ეს სურვილიც აუხდინა ქალბატონს.

თომას ტუხელის კეთილმა ქმედებამ მოსამსახურე ქალის ცხოვრება შეცვალა 1

გასულ წელს, ტუხელის “ჩელსიმ” ნახევრად პროფესიონალურ გუნდთან “ვეიმუთთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც 13:0 მოიგო. შეხვედრის შემდეგ, ტუხელი მოედანზე დარჩა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს რჩევებს აძლევდა.

https://twitter.com/FelixJohnston_/status/1427231307269038092?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1427231307269038092%7Ctwgr%5E516781d7c70498a5d62c555df2038c9cf7163fdd%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.sportbible.com%2F

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა მწვრთნელმა, “ჩელსიში” მოღვაწეობის დროს, ჩემპიონთა ლიგისა და სუპერ თასის მოგება შეძლო.

თომას ტუხელის კეთილმა ქმედებამ მოსამსახურე ქალის ცხოვრება შეცვალა

სტატიის ავტორი
-