ტიბო კურტუას ისტორიული მიღწევა

გუშინ გამართულ “ელ კლასიკოში” ტიბო კურტუამ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ბელგიელმა პირველი წრის თამაშშიც მოახერხა იგივე და ამით მან ისტორიულ შედეგს მიაღწია.

1975 წლის შემდეგ ტიბო კურტუა პირველი მეკარეა, ვინც სეზონში ლა ლიგის ეგიდით გამართულ ორ “ელ კლასიკოში” კარი მშრალად შეინახა. ასეთი რამ 1975 წლის შემდეგ არცერთ “რეალის” კიპერს არ ჰქონდა გაკეთებული.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბარსელონამ” 2006/07 წლების სეზონის მერე, პირველად ვერ გაიტანა ბერნაბეუზე. კურტუამ კი მიმდინარე სეზონში, 31 მატჩიდან, 15-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 2:0 ბარსელონა

ტიბო კურტუას ისტორიული მიღწევა

სტატიის ავტორი
-