ტოტენჰემი ამომავალი ვარსკვლავისათვის ბრძოლაში ჩაერთო

“აიაქსის” ამომავალი ვარსკვლავი, ფრენკი დე იონგი ევროპული გრანდების სატრანსფერო რადარზე აღმოჩნდა. 21 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღება, გასულ წელს ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებით დაიმსახურა. “აიაქსის” მიერ, მიმდინარე სეზონში გამართულ ოთხ შეხვედრაში, დე იონგი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.

ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, “ტოტენჰემი” ფრენკი დე იონგისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო. პრემიერლიგის ბინადრები £40 მილიონის სანაცვლოდ შეეცდებიან “აიაქსის” ნახევარმცველის შეძენას. წყაროს მტკიცებით, მაურისიო პოჩეტინო პირადადაა დაინტერესებული დე იონგის შეძენით.

ტოტენჰემი ამომავალი ვარსკვლავისათვის ბრძოლაში ჩაერთო

სტატიის ავტორი
-