უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის სხვა ქვეყანაში ჩატარებას განიხილავს

New York Times-ის ცნობით, უეფა ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,ჩელსის” შორის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური მატჩის ჩატარებას სტამბოლის ნაცვლად, ლონდონში – ,,უემბლიზე” აპირებს. ორგანიზაციასა და ბრიტანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

იმ შემთხვევაში თუ გადამწყვეტი შეხვედრა ინგლისში გაიმართება, უეფა სტამბოლს, კომპენსაციის სახით, 2022-2023 წლების სეზონის ფინალური მატჩის ჩატარებას შესთავაზებს, რომელიც მიუნხენშია ჩანიშნული.

2 დღის წინ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ თურქეთში წასვლისგან, რომელიც პანდემიის გამო ქვეყნის ,,წითელ სიაშია”, თავი შეიკავონ. ბრიტანეთში მიღებული კანონის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ,,წითელ სიაში” მყოფი სახელმწიფოებიდან დაბრუნდებიან, 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

მოწოდების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ თურქეთში 8 ათასამდე ინგლისელი გულშემატკივარი გაემგზავრება.

თურქეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩებს პორტუგალიამ უმასპინძლა.

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის სხვა ქვეყანაში ჩატარებას განიხილავს

სტატიის ავტორი
-