უგოლო ფრე დანიაში | სიტიმ ქულები დაკარგა

დღეს დანიაში “კოპენჰაგენსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის მორიგი დაპირისპირება გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა. ამ ფრით დანიურმა კლუბმა წლევანდელ გათამაშებაში მეორე ქულა მოიპოვა, “სიტიმ” კი, პირველად დაკარგა ქულები.

მატჩი ჩვეულებისამებრ “ქალაქელების” უპირატესობით დაიწყო და გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. ამის გარდა, მანჩესტერელებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ გატანის შანსი, თუმცა მაჰრეზმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “სიტის” 30 წუთის შემდეგ 10 კაცით უწევდა თამაში.

https://twitter.com/Sp0rtsmedia/status/1579881223530643456

https://twitter.com/alimo_philip/status/1579885632775942145

დღეს ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა დათი ხოჭოლავაც, რომელიც ინგლისური გრანდის წინააღმდეგ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, რომ “სიტისთან” გამართულ წინა შეხვედრაში ქართველმა მცველმა ავტო გოლი გაიტანა. როგორც გასულ მატჩში, დღევანდელ შეხვედრაშიც გამორჩეული იყო დანიელთა მეკარე კამილ გრაბარა. რიად მაჰრეზის დარტყმული თერთმეტმეტრიანი სწორედ მან მოიგერია. ამის გარდა, პოლონელმა რამდენიმე სახიფათო მომენტშიც იხსნა გუნდი გოლისგან.

ამჟამად, დანიელები G ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილს იკავებენ. “სიტი” კი, 10 ქულით ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. დღეს ამ ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს “დორტმუნდი” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

უგოლო ფრე დანიაში | სიტიმ ქულები დაკარგა

სტატიის ავტორი
-