ვალენსიამ სოსიედადს მოუგო – მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

ლა ლიგის 23-ე ტურში ,,ვალენსიამ” ,,რეალ სოსიედადს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ,,ღამურემის” ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც Sofascore-სგან 7,7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა სამჯერ მოიგერია და ბურთს სულ 40-ჯერ შეეხო.

,,ვალენსიას” მეკარეს მასპინძელთა შემადგენლობაში ასევე ყველაზე მაღალი შეფასება (7,31) დაუწერა ვებგვერდმა Whoscored-მაც (მეტი მხოლოდ სოსიედადის ნახევარმცველს, მიკელ მერინოს ჰქონდა).

23 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზეა. ბარახას გუნდი მომავალ შეხვედრას 5 მარტს, ,,ბარსელონასთან” სტუმრად გამართავს.

ვალენსიამ სოსიედადს მოუგო – მამარდაშვილმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

სტატიის ავტორი
-