ვან დე ბეკი ცალი ფეხით მადრიდშია

“აიაქსის” ახალგაზრდა ტალანტი დონი ვან დე ბეკი “რეალში” გადასვლასთანაა ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვან დე ბეკის თაობაზე, “აიაქსი” “რეალის” წინადადებას დათანხმდა.

ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, “ბლანკოსის” წარმომადგენლები დონი ვან დე ბეკს 5-6 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. 22 წლის ფეხბურთელის გაფორმება მადრიდელებს £55 მილიონი დაუჯდებათ.

2018/19 წლების სეზონში, “აიაქსის” მაისურით დონი ვან დე ბეკმა 17 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ვან დე ბეკი ცალი ფეხით მადრიდშია

სტატიის ავტორი
-