ვინ არის რონი ბრუნსვიკი?

რონი ბრუნსვიკი სურინამის ვიცე-პრეზიდენტია.

ჩნდება კითხვა, რა შუაშია პოლიტიკური ფიგურა სპორტთან?

გასულ სექტემბერში რონიმ სურინამული კლუბი, “ინტერ მოენგოტაპოე” შეიძინა. ამ კლუბში მისი ერთ-ერთი ვაჟი თამაშობს. New York Times-ის ინფორმაციით მას, მინიმუმ, 50 შვილი ჰყავს.

60 წლის პოლიტიკოსმა გადაწყვიტა კონკაკაფის ლიგაში ჰონდურასის “ოლიმპიას” წინააღმდეგ ეთამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში ბრუნსვიკმა 54 წუთი ითამაშა, სანამ მისი შვილი შეცვლიდა. მისი გუნდი 6:0 დამარცხდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ არიგებს ბრუნსვიკი, მატჩის შემდეგ,  100 დოლარიან კუპიურებს მეტოქის გასახდელში.

ბრუნსვიკი და იმ მატჩის ყველა მონაწილე დიდ პრობლემებში გაეხვნენ. “ოლიმპია”, გუნდი, რომელმაც 6:0 მოიგო, “ინტერ მოენგოტაპოესთან” ერთად კონკაკაფიდან გააძევეს. ბრუნსვიკს ფეხბურთის თამაში სამი წლით შეუზღუდეს, თუმცა გასაჩივრების შემდეგ, სასჯელი ორ წლამდე შემცირდა.

სურინამის ვიცე-პრეზიდენტი ნასამართლები იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო, 1999 წელს ნიდერლანდებში და 2000 წელს საფრანგეთში.

ერთ-ერთმა ფეხბურთელმა L’Equipe- თან ინტერვიუში ასეთი რამ თქვა:

“ამ სასჯელის თაობაზე სურინამში არავის სმენია. ჩევნ მას რობინ ჰუდს ვეძახით, რადგან ხალხს მუდამ ეხმარება ფულით.”

იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ რონის ფეხბურთის თამაში არ შეუძლია, “ინტერ მოენგოტაპოეს” კაპიტანი ნადლო კვაზიე იქნება.

 

ვინ არის რონი ბრუნსვიკი?

სტატიის ავტორი
-