ვინ შეცვლის გალტიეს? ფრანგულ მედიაში მთავარი კანდიდატი სახელდება

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტოფერ გალტიეს შეცვლის მთავარი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასა და სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. როგორც L’Equipe წერს, გერმანელის სამწვრთნელო შტაბში ტიერი ანრიც იმუშავებს.

,,პსჟ-ში”, ასევე, ჟოზე მოურინიოსა და ლუის ენრიკეს კანდიდატურებსაც განიხილავენ.

გალტიემ, რომელიც დიდი ალბათობით ,,პარი სენ ჟერმენს” დატოვებს, გუნდი გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

56 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით დედაქალაქურმა კლუბმა საფრანგეთის ლიგა 1 და სუპერთასი მოიგო.

ვინ შეცვლის გალტიეს? ფრანგულ მედიაში მთავარი კანდიდატი სახელდება

სტატიის ავტორი
-