WhoScored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. საქართველოს მხრიდან, ერთადერთი გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს მექოტის კარი აუღელვებლად აიღო.

მეორე ტაიმში, ესპანელების შეტევები უფრო მასიური გახდა, თუმცა ქართველები თავს კარგად იცავდნენ. გამარჯვების გოლის გატანა ესპანელებმა 92-ე წუთზე, შორეული დარტყმით მოახერხეს.

ცნობილი საფეხბურთო საიტის, WhoScored-ის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა – ქართველმა შემტევმა 8.5 შეფასება დაიმსახურა.

კვარაცხელია მეტოქის მცველებს პირველივე წუთებიდან აქტიურად აწუხებდა – მისი დამსახურებით, მატჩის დასაწყისშივე, ორმა ესპანელმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ხვიჩა მეტოქის კარს ერთხელ, შედეგიანად დაემუქრა, განახორციელა 4 წარმატებული დრიბლინგი, მის მიერ გაკეთებულმა პასების სიზუსტემ კი 82% შეადგინა.

WhoScored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა 1

იხილეთ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ესპანეთის ნაკრების კარში

WhoScored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

სტატიის ავტორი
-