ჟოზე მოურინიოს საშინელი სტატისტიკა

სულ ახლახანს დასრულდა მატჩი “ტოტენჰემსა” და “ნორვიჩს” შორის, სადაც გამარჯვებული სტუმართა გუნდი გახდა.

შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა სადაც “ნორვიჩმა” 2:3 გაიმარჯვა.

ეს პენალტების სერია მოურინიოსთვის იყო მეშვიდე, რომელიც მან ინგლისში მუშაობისას წააგო.

პორტუგალიელმა 5-ჯერ “ჩელსით”, ერთხელ “იუნაიტედით” და ერთხელაც “ტოტენჰემის” მწვრთნელის რანგში დათმო თერთმეტმეტრიანების სერია.

ასევე შეგახენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ პენალტების სერიაში აქვს წაგებული. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ჟოზე მადრიდის “რეალს” წვრთნიდა და 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიიერნთან”  დამარცხდა.

ჟოზე მოურინიოს საშინელი სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-