ჰეისმა ვაგნერი დაანოკაუტა – ხელჩართული ჩხუბი დეტროიტისა და ორლანდოს მატჩში | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “დეტროიტისა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 121:101 დასრულდა.

მეორე პერიოდის დასრულებამდე 1 წუთზე ნაკები იყო დარჩენილი, როდესაც პარკეტზე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ფრანც ვაგნერმა კილიან ჰეისს ხელი ჰკრა, რის შემდეგაც სრული განუკითხაობა დაიწყო. ჰეისმა ვაგნერს უკნიდან თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გაითიშა.

ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ჰეისმა ვაგნერი დაანოკაუტა - ხელჩართული ჩხუბი დეტროიტისა და ორლანდოს მატჩში | VIDEO 1

ჰეისმა ვაგნერი დაანოკაუტა – ხელჩართული ჩხუბი დეტროიტისა და ორლანდოს მატჩში | VIDEO

სტატიის ავტორი
-