პრესეზონის პირველ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა 15 ქულა მოაგროვა | VIDEO

NBA-ის პრესეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსი” ,,მემფის გრიზლისთან” 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 102:107 დამარცხდა.

,,ბაქსის” შემადგენლობაში 21 წუთი ითამაშა ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,მილუოკის” 21 ქულით, 8 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით ჯორდან ნვორამ ულიდერა.

,,მემფისის” რიგებში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დევიდ როდი გამოირჩა. 17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო კენეტ ლოფტონის ანგარიშზე.

,,მილუოკი” პრესეზონის მომდევნო შეხვედრას ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს, ,,ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი აბუ დაბიში გაიმართება.

მამუკელაშვილის ყველა ქულა დღევანდელ მატჩში:

პრესეზონის პირველ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა 15 ქულა მოაგროვა | VIDEO

სტატიის ავტორი
-