ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

დაიწყო საჩოგბურთო ტურნირი ჩინეთში კერძოდ ჩენდუს 250 ქულიანი ATP ტური, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერია.

ნიკა ჩენდუს ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი და ასპარეზობას პირდაპირ მეორე ეტაპიდან იწყებს. დღეს გამთენიისას გაიმართა შეხვედრა გვიდო პელასა და სემ კიურეის შორის, რომლის გამარჯვებულიც ნიკოლოზს უპირისპირდება.

დაძაბული გამოდგა პირველი სეტი, რომელიც ტაი-ბრეიკზე ანგარიშით – 8:6 სემ კიურეიმ მოიგო. მეორე სეტში კი ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტივად მოახერხა გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 6:1, ასე რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 58-ე ნომერი, ამერიკელი სემ კიურეი იქნება.

შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სემ კიურეის შორის 26 სექტემბერს გაიმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-