მაკგრეგორისა და პორიეს ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა

ხაბიბ ნურმაგომედოვი ტვიტერის პირად გვერდზე დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებას გამოეხმაურა:

,,სიკეთე ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს! პორიეს მოგება ძალიან მახარებს.

დასტინ, იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს ქამარს მიიღებ,” – დაწერა ხაბიბმა სოციალურ ქსელში.


ლას ვეგასში პორიესა და მაკგრეგორს შორის გამართული ბრძოლა ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. პირველ რაუნდში კონორმა კოჭი მოიტეხა და პორიეს ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.


 

მაკგრეგორისა და პორიეს ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-